“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე სუს-ის განცხადებას ასე ეხმაურება:
,,ფაქტები ვნახეთ, როგორ უნდათ ჩვენს სამშობლოში არეულობის მოწყობა, ახალგაზრდების მოტყუებით გამოყენება, სისხლის ღვრა და ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელება! სხვათაშორის, სალოია “პრეზიდენტის” მიერ კონსტიტუციის უგულვებელყოფა მიმართულია იყოს მაგალითი კონსტიტუციის დარღვევის და დაუსჯელობის! ცოტა დაამუხრუჭონ, მწარედ, სასტიკად მოვექცევით ჩვენი ქვეყნის ყველა მტერს, დაგღრნით!!!! ახლა ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ და უარყოფენ სუსის მიერ გასაჯაროებულ ფაქტებს. საელჩო? კიდევ ვიღაცეები? რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? ერთხელ უკვე მოატყუეთ საქართველოს საზოგადოება ამერიკული კანონის გარუსებით და ახლა აღარ შევჭამთ, ვერ ხვდებით? USAID-ი კი არა, ჯოზეფ ბაიდენმაც რომ სცადოს დარწმუნება, თითქოს მაგათი ტყუილი სიმართლეა, არ დავიჯერებთ! გვეყოფა ამდენი ტყუილები! ხოო, როგორ? “კმარა” ? ან “отпо́р” ? არა! დიდება უფალს, გაუმარჯოს საქართველოს და არა რაღაცის ან ვიღაცის “Слава”-ს” – წერს სამხარაძე.