ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, ეშინია პროტესტის და იმ უამრავი ადამიანის, რომელსაც ქვეყნის ძარცვა ყელში ამოუვიდა” – ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, ეშინია პროტესტის და იმ უამრავი ადამიანის, რომელსაც ქვეყნის ძარცვა ყელში ამოუვიდა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“მარტო „სტრატეგია აღმაშენებელი“, დაახლოებით, 200 ათასი ლარითაა დაჯარიმებული სხვადასხვა კამპანიისთვის – ხელმოწერების შეგროვებისთვის, მეტროებთან კამპანიისთვის. ოღონდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში იგივე რომ გააკეთა, ეს ჯარიმა არ გამოუწერეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამიტომ ამბობს ევროკავშირი – ჩამოაყალიბეთ დემოკრატიული წყობილება და გახდებით ევროკავშირის წევრი. ამას ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერ ვეღირსებით“ – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....