ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

1 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. როგორც პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, მოქალაქეები ხვალ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. საარჩევნო უბნები დილის 6:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 8 საათზე დაიწყება.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა…მოვუწოდებთ გორის, კასპის და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები,” – ამბობს იოსელიანი.

იტვირთბა....