ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალაუფლების დაკარგვის შიშით „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში თავისუფალი, პოლიტიკური სივრცე შეზღუდოს” – სამადაშვილი

ძალაუფლების დაკარგვის შიშით „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში თავისუფალი, პოლიტიკური სივრცე შეზღუდოს – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ განცხადა.

“ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე კატასტროფულად დაზიანებულია. გამოკითხვებიც ადასტურებს იმას, რომ 76 ხმას, რომელიც საჭიროა მთავრობის ფორმირებისთვის შემდეგ არჩევნებზე ეს ხელისუფლება ვერ მოაგროვებს. აი, ამ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ახლა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გააკეთოს და ქვეყანაში შეზღუდოს თავისუფალი სივრცე და პოლიტიკური სივრცე. მათ შორის ვფიქრობ, რომ ისინი ემზადებიან, მაგალითად, თუ გაუვათ საბოტაჟის მცდელობა და ჩააგდებენ კანდიდატის მიღების პროცესს, ამას შეიძლება მართლა მოჰყვეს ხალხის გამოსვლები, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა საზოგადოებას წინა ჯერზე.

„ქართული ოცნება“ მაგალითად, იმპიჩმენტის პროცედურას წარმატებით თუ დაასრულებს, ან რაიმე სხვას გააკეთებს, ეს კანდიდატის სტატუსის შედეგებზე პირდაპირ აისახება და ახლა ემზადებიან თავისუფალი სივრცის შეზღუდვისთვის. სხვა არანაირი აუცილებლობა ამ კანონპროექტის მიღებისა არ არსებობს. თუმცა, თავიდან კანონპროექტის დაინიცირებაც უკვე ნეგატიურად აისახება ჩვენს ევროკავშირის მხრიდან ჩვენს შეფასებაზე იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....