„ლელოში“ განახლებისა და შიდაპარტიულ სტრუქტურული ცვლილებების პროცესი გრძელდება.
პარტიას შეემატა პალიტრა-მედიის ყოფილი ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომელიც „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კი ია ადეიშვილი დაინიშნა.
„ლელო ინტენსიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე, როემლიც გამოგვარჩევს სხვებისგან და იქნება ასოცირებული მხოლოდ ლელოსთან. ეს სიახლეები საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

