ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„მელია დღეს ახალ პლატფორმაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს“ – ბექა ლილუაშვილი

[su_quote] რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო – ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, ამიტომ მგონია, რომ უგულავამ თავი უნდა დაანებოს ფანტასტიკის სფეროში ყოფნას როგორც პოლიტიკურად, ისე არაპოლიტიკურად. მელიას რაც შეეხება, მასზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მელია დღეს პარტიიდან გამოყოფაზე კი არ უნდა საუბრობდეს და პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, ის უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რაც არა ჩვენ, ან ვინმე სხვამ, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს იყო პირდაპირ შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, მათ შორის, მელიას მონაწილეობით. რაც შეეხება გვარამიას, დაველოდოთ როგორ ჩამოყალიბდება, იდეების დონეზე ვერ შევაფასებ, ვნახოთ სად წავა და რას გააკეთებს. [/su_quote]

– განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ენმ-ს ექსთავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ.

იტვირთბა....