ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარე თვალისთვის მელიას პარტია იქნება “ნაციონალური მოძრაობა 2” – უგულავა

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ გუშინ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, ბევრ თემასთან ერთად, ენმ- ექსთავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ პარტიის შესაძლო წასვლის საკითხზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ხალხის აღქმით, თუ მელია წავალ და პარტიას შექმნეს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა 2“.

„მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ ყველაფერს უყურებს ასე – ეს კაცი არის ციხეში და თქვენ აქ აწყობთ ბალაგანს. კი არ გაიქცეთ-გამოიქცეთ, გამოვიდეს ციხიდან და ვისაც როგორ გინდათ, მშვიდად, წყნარად წადით…

გარე თვალისთვის მელიას პარტია იქნება, ნაციონალური მოძრაობა 2. მაგრამ კომიტეტი, რომელშიც ენმ როგორც პარტიაც შედის და ასევე ყველა ის სხვადასხვა თაობის ლიდერი, რომელიც ამ პარტიასთან სხვადასხვა ეპოქაშია დაკავშირებული, ეს ნაციონალური მოძრაობა 2 კი არა, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა უგულავამ.

იტვირთბა....