ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორ მოითხოვდა ივანიშვილი 2 თვის არჩეული მარგველაშვილისგან გადადგომას – უსუფაშვილი შუშის სასახლის უცნობ ამბავზე

გუშინ „ლელოს“ წევრმა, პარლამენტის ექსთავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

უსუფაშვილის თქმით, რამდენი თის არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან ივანიშვილი გადადგომას მოითხოვდა.

2013 წლის ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრას 4 ადამიანი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადარჩეული პრემიერი ღარიბაშვილი და პარლემნის თავმჯდომარე, ანუ დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

ირკვევა, რომ დაპირისპირების მთავარი მიზეზი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი იყო, უსუფაშვილის თქმით, „მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად ესმით საკუთარი როლები ახალ პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ პრეზიდენტ მარგველაშვილს“.

10 წლის შემდეგ, გაირკვა ისიც, რომ მას შემდეგ რაც, მხარეებმა (მარგველაშვილი-ღარიბაშვილი) შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საქმეში ისევ ივანიშვილი ჩაერთო და “ორი მეგობარი” (მარგველაშვილი-ივანიშვილი) ცალკე გავიდა. იქიდან გამოსულმა მარგველაშვილმა კი თქვა, რომ გადადგომას აპირებდა.

„შეუთანხმებლობის პროცესში – რაღაც პერიოდი ორნი – მარგველაშვილი და ივანიშვილი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ცალკე გავიდნენ. იქიდან გამოსულებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ… მარგველაშვილმა (თქვა) არ მიღირს მე პრეზიდენტობა. არ არის ეს სკამი ის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდაო, თუ სხვანაირად გესმით, კი ბატონო, ამ დღიდან დაიწყო ის, რომელზეც ჩემზე გაავრცელეს, რომ მე დავდიოდი თითქოს მარგველაშვილის დასარწმუნებლად რომ გადადექიო. ბევრს დავდიოდი, რომ ეს არ ქნა,“ – თქვა უსუფაშვილმა.

გუშინდელი “რეაქციიდან” გაირკვა ისიც, რომ მაშინ მარგველაშვილის გადადგომა წინა საახალწლო დღეების გამო ვერ მოხდა.

„ყველას ესმოდა, რომ ცუდი იყო, ამით მიელოცათ ხალხისთვის ახალი წელი. ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადებამ ერთი კვირით გადაიწია. მაშინ გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც რაღაცები შესაძლებელი გახდა“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....