უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, საბაჟოს საწყობში მომხდარ აფეთქვებას 16 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, 163 ადამიანი კი დაშავდა.
უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ჰოსპიტალიზებულია 24 ადამიანი. სხვები ამბულატორიული სამედიცინო დახმარების შემდეგ ბინაზე გაწერეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 16 წლის მოზარდს აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი ფანჯრის ჩარჩო დაეცა.

