ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენმ-ის ახალგაზრდულის მდივანი იგორ ნარმანია 2000 ლარით დააჯარიმეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციი თავმჯდომარე იგორ ნარმანია საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

“მილიონები რომ წეროთ ჯარიმებად, დადექით და ითვალეთ :))) ბრძოლა გრძელდება,” – დაწერა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია 11 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. თანამოაზრეებთან ერთად მაშინ ის აქცია-პერფორმანს მართავდა პრემიერმინისტრის ჩარტერთან დაკავშირებით და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....