ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი არის “ანარქისტი” და ის დაისჯება. ღარიბაშვილი ამით გამოეხმაურა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის სიმბოლო იმ ბრძოლის, რაც იყო მარტის დასაწყისში.
“გამოიყენეს ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტი და ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელზე, ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

