პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და საქართველოს მთავრობის სახელით ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება არავის გაუმართავს”.
ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა”.
არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მითუმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით, არავის ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პასუხი, მე მგონი, აქ კითხვები ამოწურულია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.
წყარო : Formulanews

