ჩინეთთან დაძაბული ვითარებისა და ხშირი პროვოკაციების ფონზე შეიარაღებული ძალების მოდერნიზება დაისახა მიზნად, რაც პრეზიდენტმა ცაი ინგ ვენმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსა.
წყალქვეშა ნავი, სახელად Narwhal-ი 2025 წელს ამოქმედდება.
“წარსულში, ადგილობრივად წარმოებული წყალქვეშა ნავი შეუძლებელად ჩანდა. თუმცა, დღეს, ჩვენ თვალწინ წარმოდგენილია ჩვენი ხალხის მიერ შექმნილი და წარმოებული წყალქევშა ნავი. იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს რისკები და იმის მიუხედავად, თუ რამდენი გამოწვევა არსებობს, ტაივანმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენ მიწაზე თვითმყოფადობისკენ მიმართულ ეროვნული თავდაცვის პოლიტიკას გაზრდისა და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ”. – ამბობს ტაივანის პრეზიდენტი.

