BBC ის ცნობით ბანგლადეშში მომაკვდინებელი ვირუსი დენგით 1000 მდე ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი მედია აცხადებს,რომ ეს ქვეყანაში ვირუსის აფეთქების ყველაზე მძიმე შემთვევაა.
ბანგლადეშის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების ტალღის შეჩერებას ვერ ახერხებს, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი პაციენტების კრიტიკულად ჭარბ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.
დენგეს ვირუსი ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სანიტარული პირობების პრობლემა დგას, რაც ვირუსის მატარებელ კოღოებს სწრაფად გამრავლების საშუალებას აძლევს.