ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მთავრობის მხრიდან ეს იყო სრული პოპულიზმი, ახლა კი ცდილობენ, როგორმე გამოსავალი მოძებნონ“ – ნატო ჩხეიძე სტუდენტებისთვის დავალიანებების განულებაზე

15 სექტემბერს, მთავრობის სხდომზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებოდათ.

გუშინ კი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ „სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ“.

დღეს ამ თემას საკანონმდებლო ორგანოში განათლების კომიტეტი განიხილავდა.

ამასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ პარლამენტარ ნატო ჩხეიძეს ესაუბრა.

ჩხეიძის თქმით, კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეს დავალიანებები თავად უნივერსიტეტებს უნდა ჩამოეწერათ, ამაზე კი ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი თანახმაა, ნაწილი კი არა.

ოპოზიციონერმა რესპონდენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ეს იყო სრული პოპულიზმი, ახლა კი ცდილობენ, როგორმე გამოსავალი მოძებნონ.

[su_quote] დღეს იყო განათლების კომიტეტის სხდომა, რომელსაც ვესწრებოდი. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბრძანა, რომ არც იყო განსაზღვრული ბიუჯეტიდან სტუდენტების დავალიანების გადახდა. ეს დავალიანებები თავად უნივერსიტეტებს უნდა ჩამოეწერათ. მისი თქმით, ამ საკითხზე განათლების და ფინანსთა სამინისტროები შეუთანხმდებოდნენ უნივერსიტეტებს.

საქმე ისაა, რომ ეს ეხება კერძოსაც და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსაც. კერძო უნივერსიტეტებს შეუძლიათ, დავალიანებების ჩამოწერაზე უარი განაცხადონ. კომიტეტზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი დავალიანების ჩამოწერაზე თანახმაა, რამდენიმე კი არა.

ამდენად, სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემა სტუდენტთა ნაწილს, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ასევე კაკაურიძემ აღნიშნა, რომ რიგ უნივერსიტეტებთან ამ საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა არ უთქვამს, რა ტიპისაა ეს შეთანხმება. ერთია, რას იტყვიან, ხოლო მეორეა – რას გააკეთებენ სინამდვილეში.

მთავრობის მხრიდან ეს იყო სრული პოპულიზმი, ახლა კი ცდილობენ, როგორმე გამოსავალი მოძებნონ. [/su_quote]

– განაცხადა ნატო ჩხეიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....