მსოფლიო პოლიტიკა

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

სომხური მედიის ცნობით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. “განკარგულებას” ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.

თვითგამოცხადებული არცახის დე ფაქტო პრეზიდენტმა ყველა “საჯარო უწყებისა და ორგანიზაციის დათხოვნის შესახებაც განაცხადა”.

ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის, ვინც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ამ განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ ურჩევენ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნონ.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.
შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

იტვირთბა....