უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ექვსი ქვეყნის ელჩი უკრაინაში მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, უნგრეთის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო, რაც უკრაინაში მათი მუშაობის დაწყების ბოლო ოფიციალური ნაბიჯი იყო.
ზელენსკიმ ასევე მიიღო უკრაინაში ევროკავშირის ახალი ელჩი, კატარინა მატერნოვა