ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის, ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, ორი მილიარდი გაგიჩერეო” – მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის, ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, ორი მილიარდი გაგიჩერეო – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

“დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება. ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება, ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

იტვირთბა....