ინგლისის შემდეგ, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ბოიკოტს პოლონეთი და ლატვია უცხადებენ.
ერთი დღით ადრე, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას რუსეთის ახალგაზრდული გუნდები ტურნირებზე.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) უარი თქვა ამ ტურნირებში მონაწილეობაზე და მოუწოდა სხვა ქვეყნებს მიბაძონ მის მაგალითს.
UAF-მ უეფა-ს გადაწყვეტილებას რუსეთის ახალგაზრდული გუნდების დაშვების შესახებ უწოდა “უსაფუძვლო და ტოლერანტული რუსული აგრესიული პოლიტიკის მიმართ”.