[su_quote] თუ დავრწმუნდი რომ გამოსავალი უბრალოდ ერთად, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, იმდენად, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით თავში პატივი ვცეთ და სხვადასხვა პლატფორმით ვებრძოლოთ სხვა ადამიანებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას.
ამ წუთას მე ნამდვილად მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაშია მას შემდეგ რაც მოხდა…
მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არ არის არც 10-20-30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. [/su_quote]
– განაცხადა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარ არხზე“, ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში.