ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო

ნიუ-იორკის სასამართლოს დაადგილებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაში არიან პასუხისმგებლები.

მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის Trump Organization-ის ბიზნეს სერთიფიკატი და განაცხადა, რომ ტრამპები აწვდიდნენ ყალბ ფინანსურ ანგარიშგებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში.

მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ ტრამპი, მისი ვაჟები და სხვები “სამართლებრივად პასუხისმგებელნი არიან ნიუ-იორკის შტატის კანონის მუდმივი დარღვევისთვის”. მან მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც ტრამპებმა კრედიტორებს და მზღვეველებს აწვდიდნენ დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ყალბი იყო და თქვა, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ ჩართულნი თაღლითობაში.

ტრამპის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას უწოდა “მართლმსაჯულების შეცდომა” სამშაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში.

გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა უჩივლა ტრამპს გასულ სექტემბერში და დაადანაშაულა ის, მისი ორი ზრდასრული ვაჟი და ტრამპის ორგანიზაცია ტყუილში 2011-დან 2021 წლამდე მისი წმინდა ქონებისა და აქტივების ღირებულების შესახებ. ჯეიმსი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა გასცეს ყალბი ბიზნეს ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშგება, რათა უკეთესი პირობები მიეღოთ საბანკო სესხებსა და სადაზღვევო გარიგებებზე და გადაეხადათ ნაკლები გადასახადი.

სარჩელში ის მოითხოვს 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას, ტრამპებისთვის ნიუ-იორკში ბიზნესის კეთების აკრძალვას, კომპანიის საქმიანი ტრანზაქციის შეჩერება ხუთი წლის განმავლობაში. პროცესი 2 ოქტომბერს უნდა დაიწყოს და მინიმუმ დეკებრამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....