ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნების პროცედურა შეწყვეტილია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნების პროცედურა შეწყვეტილია. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისია ავრცელებს.

“საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....