“ნიკა მელიას დაზიანებები აღენიშნება… პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება” – ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა
„რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო გამოთქმული სამართალდამცველი ორგანოების მიმართ, ვინაიდან მოგეხსენებათ, როდესაც 30-40 ადამიანი ბანდფორმირების სახით ხელკეტებით შეიარაღებული მიუვარდება საცხოვრებელ ადგილას პირებს, იძალადებენ და ამაზე პოლიციას მყისიერი რეაქცია არ აქვს, ეს თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს არის ორგანიზებული, წახალისებული და იმის ნაცვლად, რომ ამ პირების დაკავება მყისიერად მომხდარიყო ძალიან ოპერატიულად დააკავეს ნიკა მელია და მისი თანმხლები პირები.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ხელში ეს საქმე არ გახდება მეორე ინსტრუმენტი და ხელმეორედ არ მოხდება ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების სისხლის სამართლებრივი დევნით დაკავების საფუძველი, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არაფერია. კადრები, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული, იქ პოლიციელზე თავდასხმა არცერთი მათგანის მხრიდან ნამდვილად არ იკვეთება. რა თქმა უნდა, არის ემოციური ფონი, გარკვეულწილად დაპირისპირება, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ხდება პირების დაკავება ამ ემოციური ფონის თანხლებით, თუმცა გამოძიება რა კუთხით წარიმართება და როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვერ გეტყვით“ – განაცხადა კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.