ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დედას აყურებინეს, როგორც სცემეს მის შვილს” – ხაბეიშვილი ეძგვერაძეზე თავდასხმაზე

გლდანში, დაპირისპირების ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-ს წევრები დააკავეს, პარტიის თავმჯდომარე მივიდა. მან ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის ცემაში დედაქალაქის მერი დაადანაშაულა.

”ეგენი სუსიის ტიტუშკები არიან. პენსიონერებთან მივდიოდით და ქვებით მოგვდევდნენ. ირაკლიმ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და 40-ამდე შეიარაღებული ხელკეტით დაახვედრეს. აქედან რამდენიმე მეტრში არის კორპუსი. მის დედას აყურებინეს, პედაგოგი დედა ჰყავს, სხვათა შორის ირაკლის, მის დედას აყურებინეს მის შვილს და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად როგორ უსწორდებოდნენ” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერ დეპუტატს საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული 50-მდე პირი დაესხა თავს. ამის შემდეგ ადგილზე მივიდნენ ენმ-ს სხვა წევრები. პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ეძგვერაძე კი მიღებული დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....