ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარცხალაძის მცველების იერიში ხალხზე” – გიორგი ვაშაძე

განცხადება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გლდანში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-ს წევრს ჩასაფრება მოუწყვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო წრეების ინტერესების დაცვას ემსახურება.

ეს არის ჯაშუში ფარცხალაძის მცველების იერიში ხალხზე, მე ესე დავარქმევდი. მათ აქვთ რეჟიმი აწყობილი, რომელმაც უნდა დაიცვას ვიწრო წრის ინტერესები. ამდენი პოლიციელი აქ რომ მოვიდა, ამათმა უნდა დააკავონ ის ათობით ადამიანი, რომლებიც ახლა თავს დაესხნენ ჩვენ თანაგუნდელებს. ამის ნაცვლად აქ ისევ ანგარიშსწორებებში არიან – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....