ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კოლექტიური ფარცხალაძის ქვეყანაში ვცხოვრობთ” – ლევან ხაბეიშვილი

“ეძგვერაძის თავდასხმაში მონაწილე ადამიანები სუს-ის გამგრძელებლები არიან” – ასე აფასებს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება კოლექტიური ფარცხალაძის ქვეყანაში ცხოვრობს.

კალაძის კრიმინალურმა ბანდამ სახლში მოაკითხა ირაკლი ეძგვერაძეს და კასტეტებით დაუპირისპირდნენ მას და მის მეგობრებს. ამ ხალხს არ დავუძახოთ კრიმინალები, იმათ თავისი გასჭირვებიათ, ესენი სუს-ის გაგრძელებაა. 40 ადამიანი გლდანში თავს რომ იყრის კასტეტებით და პოლიციამ ეს არ იცის, ეს ცალკე ტრაგედიაა. ბიძინა ივანიშვილთან სამი კაცი რომ მივიდეთ, იქ დაგვხვდება პოლიციის არმია. ჩვენ კოლექტიური ფარცხალაძის ქვეყანაში ვცხოვრობთ – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....