ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენმ-ის დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ

ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატი ნაცემია. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოში ზარნაძე და ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....