ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„მძიმე ტექნიკას 1 საათში ხომ ვერ აუყვანდი იმხელა რაჭაში ხომ?! ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი მაინც და მაინც“ – გომელაური შოვზე

[su_quote] ნახევარ საათში ჩავიდა ჯგუფები, პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, შემდეგ დაემატა ამბროლაურის, ონის ჯგუფები, და სამ საათში ჩაფრინა ვერტმფრენი, გეთანხმებით. ეს ოპერაცია მაშინ იწყება ვერტმფრენი რომ ჩაფრინდებოდა, თუ ცოცხალი ძალა იწყებს ღონისძიებას, ვერტმფრენზე რატომ გაქვთ აქცენტი მაინც და მაინც, ვერტმფრენის ჩაფრენიდან იწყება ოპერაციის ათვლა, ეს არის არასწორი. ვერტმფრენი საერთოდ ვერ ჩაფრენილიყო შეიძლებოდა, ამინდი არ ყოფილიყო, და ემუშავა იქ ტექნიკას, რეალობა ეგ არის და გინდათ რომ სიცრუეში შეიყვანოთ ადამიანები, არ შეიძლება უბრალოდ მაგის თქმა, დაიწყო ღონისძიება ზუსტად ნახევარ საათში, 28 წუთში და არა სამი საათის დაგვიანებით. ვერტმფრენები რატომ ვერ ჩაფრინდნენ, კიდევ გითხარით, მძიმე ტექნიკას, ბატონო გიორგი, ახლა ერთ საათში ხომ ვერ აუყვანდი იმხელა რაჭაში ხომ?! ტექნიკა ავიდნენ, ჩვენი მაშველები ავიდნენ და ხალხი გადაჰყავდათ უსაფრთხო ადგილას, ამოიყვანეს შემდეგ ტექნიკა და ტექნიკამ დაიწყო მიწის გადამუშავება. [/su_quote]

– განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ,გომელაურს დღეს, შოვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.

იტვირთბა....