[su_quote] ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა გვყოლოდა, სახელმწიფოს მსგავსიც კი, როგორსაც ველოდებით, ღამის ფრენა ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით.
კიდევ მინდა ხაზი გავუსვა ვერტმფრენებზე, რაც არ უნდა თანამედროვე ვერტმფრენები ყოფილიყო, ხეობაში ყველგან შეგიძლიათ მოიკითხოთ, თუ ინტერნეტში ვერ ნახავთ სპეციალისტებს ჰკითხოთ, რომ ღამე სადაც არის მთაგორიანი არის ტყიანი, იქ ვერტმფრენით ფრენა არ შეიძლება, რაც არ უნდა ღამის ხედვის მოწყობილობა გქონდეთ, შეიძლება განათებულ ადგილზე აეროდრომიდან აეროდრომზე, ზღვაში შეუძლია შეფრინდეს, აფრინდეს აეროდრომზე შეფრინდეს, იქ არ იქნება არც დენის გაყვანილობა, არც ხეები არ იქნება, რომ წამოედოს ელემენტარულად და ჩამოვარდეს და ამაზე ავხსენი და ვილაპარაკე წინაზე ორჯერ ჟურნალისტებთან, მაგრამ კიდევ იგივე კითხვებს სვავთ, რომ თურმე ასე შეიძლებოდა. [/su_quote]
– განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ,გომელაურს დღეს, შოვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.