[su_quote] ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები. ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი ადამიანების გადარჩენა, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვერტმფრენებით და დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია. [/su_quote]
– განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ,გომელაურს დღეს, შოვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.