ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას ადასტურებს“

სუს-ი „ტვ პირველს“ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას უდასტურებს, თუმცა უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს უსაფრთხოების სამსახურში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსულ სპეცსამსახურებთან აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის საქმე. პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ნებართვის გარეშე ვერ მიაწვდის მედიას ინფორმაციას, თუ რა მუხლით მიმდინარეობს სუს-ში გამოძიება.

შეგახსენებთ, აშშ-მ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფბს-ს აგენტობისა და ქართულ საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის მოტივით დაასანქცირა.

ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

გუშინწინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინწინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

იტვირთბა....