ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ერთობით ძალიან მალე აუცილებლად დავამარცხებთ ამ რუსულ, ვერაგულ რეჟიმს“ – სოფო ჯაფარიძე

ოპოზიციის რესურსებისა და კონსოლიდაციის შესაძლებლობის საკითხზე „მეტრონომი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სპეციალურ წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს ესაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, მართალია, ოპოზიციაში არსებობდა გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ ორი დღის წინ ჩვენ დავინახეთ, რომ ოპიზიციამ მოახერხა ერთად დგომა.

ის დარწმუნებულია, რომ ერთიანი ძალებით, ოპოზიცია უახლოეს მომავალში მოახერხებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას.

სოფო ჯაფარიძეს ასევე ვკითხეთ მესამე პროზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მისი თქმით, კადრებიდანაც ნათელია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამის მიუხედავად, სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე და ის აუცილებლად შექმნის გამარჯვების ფორმულას.

[su_quote] ოპოზიციაში არსებობდა გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ ორი დღის წინ ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ოპოზიცია ერთად იდგა. ამან მოიტანა შედეგიც – რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცახალაძე საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

ამდენად, ოპოციზიამ საჭირო მომენტში მოახერხა გაერთიანება. ახლა ნამდვილად არის ერთად დგომის დრო.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობით ძალიან მალე აუცილებლად დავამარცხებთ ამ რუსულ, ვერაგულ რეჟიმს.

იმ პირობებში, როცა ჩვენს ქვეყანაში არსებობს რუსეთის გაშიფრული ჯაშუში ოთარ ფარცხალაძე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, 12 რეკომენდაცია არ სრულდება, გვყავს დასანქცირებული მოსამართლეები და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დეკლარირებულად დაგვაყენა რუსეთის გვერდით, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენს ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი. ამას ჩვენ, ყველანი ერთად, ვიზუალურადაც ვხედავთ. ეს გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჩართვის დროსაც ვნახეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი საბრძოლო განწყობა არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. მიხეილ სააკაშვილი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, აუცილებლად შექმნის გამარჯვების ფორმულას. [/su_quote]

– განაცხადა სოფო ჯაფარიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....