ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„რა გააკეთეთ 11 წლის მერე?… “ოცნებას” უნდა დავარქვათ რუსული ჯაშუშური ინტერესების გამტარებელი დაჯგუფება“ – ვაშაძე

[su_quote] რა გააკეთეთ 11 წლის მერე, გამოდიხართ იძახით, ანაკლიის გაკეთებას დავიწყებთ, ბულვარიც კი, რომელიც გაკეთებული იყო ანაკლიაში, მტვერს მიაქვს. ჩადით, ნახეთ, რა მდგომარეობაშია ანაკლია.

პირველივე დღიდან, როცა ივანიშვილთან ერთად მოხვედით ხელისუფლებაში, დაიწყეთ რუსული დავალების განხორციელება, რომ არ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი ეროვნული პორტი, რომელიც იქნებოდა რუსული პორტების კონკურენტი და დღემდე ეს წითელი ბეჭედი ადევს ანაკლიას.

ყველაფერი ბლეფია, რა ჩინელები, რა 20 მილიონი, რა პორტის მშენებლობა – ისეთივე ბლეფია, როგორც იყო 2017-18-19-20-ში, 201 წელს, 2022 წელს და ახლაც, რომ შეატყოთ ხალხს, რომ ვითომ რაღაცას გააკეთებთ.
ანაკლიის პორტის მშენებლობა ისეთივე ბლეფი და ტყუილია, როგორც როჩილდერს გადაუხადეთ ფული, სად არის ბათუმში ეს დიდი ფინანსური მეგა ჰაბი, რატომ არ არის აშენებული.

დემოგრაფიული გადარჩენის ფონდი, იგივე ბლეფი ნომერი 2, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს გქონდათ მამამარჩენლის დაფუძნებული, სად არის, ეს არის დემოგრაფიული გადარჩენა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა ქვეყანა?

სად არის განვითარებული წყალტუბო – ისევ ისეა ჩამონგრეული სასტუმრო.

ელექტრომანქანების ქარხანა ქუთაისში – კალაძე ჩავიდა გახსნა, შემთხვევით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომანქანით ხომ არ მოსულხართ პარლამენტში, ბატონო ლევან?

საქართველო ერთ რამეშია მსოფლიოში პირველ ადგილზე – ტროლების რაოდენობაში მოსახლეობის რიცხოვნობასთან. მთელ მსოფლიოში რეკორდი მოხდენით ოცნებამ და ტროლ-ბოტები არის ყველაზე მეტი მოსახლეობის რიცხოვნობასთან, ყველაფერი არის ყალბი, რასაც უქმნით ილუზიას, ეს არის ყალბი.
ან რისი ამშენებლები ხართ, სამტრედიის ხიდი ვერ აგიშენებიათ, რა უნდა ააშენოთ?

საქართველოს რომ უნდა ჰქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა, სამი წელი გავიდა. 2023 წელს ამ სისტემის არარსებობამ იმსხვერპლა ოჯახები და ადამიანები, ეს დაპირება პერსონალურად თქვენ მიერ არის გაცემული.

რეალურად, დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა პირდაპირ რუსული ტიპის ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც ელიტა არის ზე მდიდარი, ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია. [/su_quote]

– განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

იტვირთბა....