ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ძალაში შესული რომელი განაჩენი ედო ვინმეს მაგიდაზე, როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა?!“ – დავით უსუფაშვილი

[su_quote] ძალაში შესული რომელი განაჩენი ედო ვინმეს მაგიდაზე, როდესაც ხაზარაძე -ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა, როდესაც მათ ანგარიშები გაუყინეს? მაშინ მოქალაქეების დაცვის ეს ე.წ. ემოციური მუხტი როგორ ერთს მაინც არ გაუჩნდა სახელისუფლებო სისტემაში? თუ ისინი სხვა ტიპის მოქალაქეები არიან და ახლა ფარცხალაძე სხვა ტიპის მოქალაქეა? რადგან ამ თემას მივადექი, ნათია თურნავას ბრძანებას დროზე მიხედეთ! არა მარტო ფარცხალაძის გამო, არა მარტო მისი არაკონსტიტუციურობის გამო. რომელ მუხლში წერია ან კონსტიტუციაში, რომ საქართველოს მოქალაქეზე ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია და სხვა მოქალაქეზე არა?! და თუ ეგ არის რაიმე პრივილეგიის საფუძველი, მაშინ რა გამოდის, ანუ საერთოდ ფინანსურ სანქციებზე უარს ამბობთ? და მეორე, იურისტებს მოგმართავთ, კოლეგებს, ჩავხედოთ რა წერია ამ ბრძანებაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, საფინანსო სისტემის ოპერატორებს ეკრძალებათ აღკვეთის ღონისძიების არშესრულებაც? მაგრამ ეს აურზაური რამაც გამოიწვია ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ მაშინ ვიღაცების სამაგალითოდ დასჯა, ავტორიტეტის შელახვა, იმ პროექტის ჩაგდება როცა იყო მიზანი, მაშინ მოქმედებდით შეთითხნილი ბრალდებებით. ახლა, როდესაც პოლიტიკური და ბიზნესპარტნიორის შველაა საჭირო, მოქმედებთ ასე, ასეთი აქტებით აკეთებთ რაღაცებს. [/su_quote]

– განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

იტვირთბა....