პარლამენტთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტი აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ფოტოთი, რომელსაც აწერია – “დააკავეთ რუსეთის აგენტი”.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ორი მინისტრია დაბარებული – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.