ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვერ ვხვდები, სად მოჩხრიკა ზურაბიშვილმა ასეთი დაზიანებული რეპუტაციის ადამიანი – ელისაშვილი ყეინიშვილის სებ-ში წარდგენაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სებ-ის წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ნანა ყეინიშვილი ძალიან ოდიოზური ადამიანია, თუ მახსოვს შევარდნაძის დროიდან და თუ მახსოვს მასთან დაკავშირებით მხოლოდ სკანდალები და კორუფციაზე მინიშნებები. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვარ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ვერაფრით ვხვდები, სად მოჩხრიკა სალომე ზურაბიშვილმა ასეთი დაზიანებული რეპუტაციის ადამიანი, ან რატომ მოჩხრიკა ან სებ-ის კანდიდატად რატომ წარმოადგინა, ამას ვერ ვხვდები,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....