ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც, უკრაინა და აშშ ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა და უკრაინა შეთანხმდნენ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე.

„ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას.

ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე ერისთვის. უკრაინას შეეძლება საჰარო თავდაცვის სისტემების წარმოება“, – თქვა ზელენსკიმ.

იტვირთბა....