[su_quote] სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ თუ სხვა დღის წესრიგს ანაცვალებს ქართველებსა და უკრაინელებს შორის ძმურ და სტრატეგიულ ურთიერთობას.
სანამ ამ პოლიტიკას არ შეეშვება უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, ისინი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დააზიანებენ. „გადაკიდებული არიან მიხეილ სააკაშვილს. ვნახეთ ჩვენ მათ შორის ის, როგორ იყო ის შეფარებული. დღემდე ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურატურაში მუშაობს და ერთ-ერთი წამყვანი ადამიანია რეფორმების თუ ღონისძიებების გატარებაში. შეფარებული ჰყავთ ქართველი კრიმინალები, რომლებიც იქ წამყვან თანამდებობებზე არიან. ისინი წლების განმავლობაში ურევდნენ აქ სიტუაციას. მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს ციხეში ზის და აქამდე თითქმის 10 წელი ურევდა ქვეყანაში სიტუაციას, რევოლუციებს აანონსებდა, ხან ზღვით უნდოდა შემოსვლა, ხან ერთი საზღვრით და ხან მეორე საზღვრით. ამ ყველაფერს ითმენდა და უყურებდა უკრაინის ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამით ის მის ასეთ ქცევას ახალისებდა, ვინაიდან, არანაირ ზომას არ იღებდა. საბოლოდ, ეგუებოდნენ იმას, რომ მათი მაღალჩინოსანი აქ სიტუაციას ურევდა. სამწუხაროდ, სანამ ამ პოლიტიკას არ შეეშვება უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, ისინი ამ ურთიერთობას დააზიანებენ. [/su_quote]
– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.