უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა კანადაში ჩავიდნენ. მათ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდა.
„კანადა ურყევად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან მათი სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ისევე როგორც ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის პატივისცემა“, – აღნიშნულია ჯასტინ ტრუდოს განცხადებაში.