ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არ მჯერა გახარიას ოპოზიციონერობის, სახელმწიფოებრივი კითხვები მაქვს მასთან“ – მამუკა ხაზარაძე

გუშინ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ბევრ თემასთან ერთად, პარტია „საქართველოსთვის ლიდერზე, გიორგი გახარიასა და მასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„მე არ მჯერა გახარიას ოპოზიციონერობის. ვერ გავიგე როდის მოხდა მისი გადასვლა და ოპოზიციონერობა, როცა მელია იყო დასაჭერი. ანუ მელია ვერ დაიჭირა და დაინახა, რომ ოპოზიციონერი გახდა. მე მაქვს სახელმწიფოებრივი კითხვები ამ ადამიანთან, სანამ ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ, მასთან რაიმე თანამშრომლობას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....