ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდება.

მანამდე ზელენსკი შეხვდა კონგრესმენებსაც. სადაცმან შეკრებილებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა და უთხრა: “თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ”.

დღესვე, ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების თაობაზე თეთრი სახლის მოთხოვნას განიხილავს.

იტვირთბა....