სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე პოსტს აქვეყნებს:
“როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, ფარცხალაძეს სახლის ეზოში საკუთარი ეკლესია ჰქონია. სოციალურ ქსელებში დაცინიან იმ მღვდელს, რომელიც ამ კერძო ეკლესიაში შეიძლება მსახურებდეს. სინამდვილეში თავად ოთარ ფარცხალაძე ყოფილა ამ ეკლესიის მღვდელი. საპატრიარქოში უკურთხებიათ და ამის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მიუციათ. ამ ფაქტს არ ახმაურებენ, მაგრამ მსგავსი ამბები არ იმალება:))
სიმართლე რომც არ იყოს, მაინც დამაჯერებლად გამოიყურება ეს ამბავი. აბა კერძო მღვდელი ხომ არ ეყოლებოდა მართლა.
თვითმღვდლობას ეწევა ის კაცი. აღსარებასაც საკუთარ თავს უყვება, აბა მტერი ენდო ჩვენს მღვდლებს.😀”