“გამოდიხარ და მეგობრებს იცავ, გენერალურო პროკურორო?” – ამ სიტყვებით მიმართა “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ირაკლი შოთაძეს, რომელმაც ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრობს.
როცა გამოდის გენერალური პროკურორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მყავს ნანახი, საქმის გარჩევაზე რომ დამახვედრეს და გამოდის, რომ ფარცხალაძე კარგი ბიჭია და ჩემი მეგობარია. გამოდიხარ და მეგობრებს იცავ, გენერალურო პროკურორო?
პარლამენტიდან გამოდიან ადამიანები და ამბობენ, კარგი ბიჭია, ჯიგარია, სუფრაზე ერთად.. თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რაზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ. საქართველო სამწუხაროდ, ორად თქვენ გაყავით – ნაც-ქოცებად. თქვენ ამ საქციელით ხომ თქვენი ოჯახის წევრებს უქმნით საფრთხეს. გადახერხეთ საქართველო, პოლარიზაცია ვისი დაწყებულია? – თქვენი,“ – ამბობს ხაზარაძე.

