რუსულ სტილში ჩატარებული რეკეტია, სად არის ანაკლიის პორტი? – ამ კითხვით მიმართავს მამუკა ხაზარაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დაანონსა, რომ ანაკლიის პორტი აშენდებოდა და ახლა ეძებს სახელმწიფო ინვესტორებს.
როგორც მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, ხელისუფლება ანაკლიის პორტის საკითხს ისევ გააქტიურებს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების წინ.
პრემიერმა ყოყლოჩინად თქვა, სად არის ანაკლია? არის პორტი? ახლა მე ვეკითხები, სად არის ანაკლია? თქვენ ხართ მავნებლები, რომლებმაც ჩააგდეთ საუკუნის პროექტი და ახლა PR-ს აკეთებთ, რომ ვითომ რაღაცის დაწყება გინდათ, წინასაარჩევნოდ მიიყვანთ ორ ტრაქტორს და დაიწყებთ რაღაცის კეთებას. არბიტრაჟშია საქმე და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ფაქტია, რომ სახელმწიფომ ჩაატარა რეკეტი და ჩვენს ამერიკელ, ჰოლანდიელ და უცხოელ ინვესტორებს წაართვა ინვესტიციები,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

