განცხადება “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
“რეაქციაში” მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოთარ ფარცხალაძის დასაცავად რა სქემით იმუშავა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში “ოცნების” მთავრობის უმთავრესი გზავნილი რუსეთის მიმართ იყო ის, რომ მმართველი ძალა რუსეთის სპეცსამსახურის ჯაშუშებს დაიცავს.
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაშიფრული ჯაშუში, რომელიც მოქმედებს რუსების ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, სახელმწიფოში არსებული ხელისუფალი მას დაიცავს, პრ-ულად თუ როგორ, არ ვიცი. არ ვიცი, რა თანხა და რა ქონება გადააფორმა, მნიშვნელოვანია, რომ სხვა აგენტებს უთხრეს, არ გაგწირავთ, დაგიცავთ ბოლომდე, მოგცემთ დერეფანს, არ დაგიბარებთ სასამართლოში, გამოძიებას სწრაფად არ დავიწყებთ, პასპორტს არ ჩამოგართმევთ და ეს არის ნიშანი იმისა, რომ აგებული ხუხულა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და მომავალს, არ გავხდეთ თავისუფალი, ცივილური სამყაროს ნაწილი და სულ იყოს ივანიშვილი და რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ჩაყოფილი აქვს ხელი ჩვენი თანხებით შევსებულ ბიუჯეტში და მერე აქ ზღაპრებს გვიყვებიან, რომ პენსიონერმა მამამ თვითმფრინავი დაუქირავა.
გპირდებით, რომ ყველა ასეთი პირი, ვინც მოქალაქეების ჯიბეში ხელი აფათურა იქნება პასუხისგებაში მიცემული ახალი სამართლიანი სასამართლოს მიერ. არანაირი რევანშები და წინა 9 და 12 წელი არ განმეორდება,“ – ამბობს ხაზარაძე.

