ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არიან ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები

ჯერ დაიწუნეს, მერე დაამტკიცეს. კიდევ ერთი პროცედურული ფარსი პარლამენტში. ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილი კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე ჩააგდო, შემდეგ გადაიფიქრეს და სესიაზე მხარი დაუჭირეს. ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკისთვის მაშველ რგოლად იქცნენ. ისინი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები იყვნენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შექმნილი ვითარების გამო უკან გაიწვია, თუმცა ასეთი პროცედურას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს

ეს მიზეზი გახდა მმართველი გუნდისთვის, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ჩამოშლის მცდელობაში დაედანაშაულებინათ. დილიდან “ოცნება” ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ათონელის სასახლეში საბჭოს წევრობის კანდიდატები დაიბარა და უთხრა, რომ დღეს პარლამენტში არ უნდა მისულიყვნენ. საიდან აქვთ ეს ინფორმაცია უცნობია. სრული ქაოსი კი ნაწილობრივ იმით დასრულდა, რომ ქვეყნის ცენტრალური ფინანსური ინსტიტუტის საბჭოში ვაკანტურ ადგილებს ხილ-ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგი ყეინიშვილი და ფინანსისტი ხომერიკი შეავსებენ.

იტვირთბა....