ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყეინიშვილის ოჯახი მხილებული იყო რუსეთთან კავშირებში – სამადაშვილი სებ-ის საბჭოს ახალ წევრზე

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეული წევრის, ნანა ყეინიშვილის საეჭვო წარსულისა და გარიგებების შესახებ საუბრობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ეს ნიშნავს მათ შორის, სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში. მინდა, რომ ცალსახად ყველას ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თურნავამ არ გაუქმდება, რაც პოტენციურად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ. ბატონ ხომერიკზე ვერ ვიტყვი ვერაფერს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ქალბატონ ყეინიშვილს, მისი ბიოგრაფია იძებნება, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება. ჩემთვის პირდაპირ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მსგავსი პიროვნების დასახელება ამ პოსტზე, ეს ქალბატონი გარდა ძალიან საეჭვო ფინანსური გარიგებებისა ასევე მისი ოჯახი, პირდაპირ იყო მხილებული რუსეთთან კავშირებში, ამიტომ ქართული ოცნებისთვის ცხადია ეს ლოგიკური არჩევანია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე “ოცნებამ” ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

იტვირთბა....