[su_quote] დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა. თუ ვიტყვით, რომ დამოუკიდებლობისთვის, ეს ნიშნავს სიმართლის დიდი ნაწილის, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის თქმას, რადგან დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მაღალი მიზანი იყოს, რეალურად არის უმაღლესი მიზნის მიღწევის საშუალება. საუბარია ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერებაზე. მათ უნდა გადავცეთ სომხეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, ააშენონ საკუთარი ბედნიერება თავისუფალი და შემოქმედებითი შრომით. [/su_quote]
– განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი“