გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).
თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ „მეტრონომი“ გიორგი ბაქრაძეს დაუკავშირდა.
„კომენტარებს არ ვიძლევი, არაფერზე არ ვპასუხობ“, – გვითხრა მან.
სებ-ის აღნიშნულ, ხმაურიან გადაწყვეტილებას გაეცანით ბმულზე.