ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბრალდებულთან ახლო კონტაქტში არის გოგონა… გვსურს საუბარი რატომ აფარებს პროკურატურა მას ხელს“ – რას აცხადებს მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი „მეტრონომთან“

18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილი მოკლეს. სასტიკი მკვლელობიდან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ბარ­სო­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. როგორც უფლებადამცველი წერს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ლო­ი­ა­ლუ­რად უდ­გე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პი­რით ყვე­ბი­ან, რომ უყუ­რებ­დნენ, რო­გორ ჩე­ხავ­და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ალ­ხა­ნიშ­ვილს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომმა” ადვოკატთან ინტერვიუ ჩაწერა. მარიამ ბარსონიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებულთან ახლო კონტაქტში არის გოგონა, რომელიც ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული და მას პროკურატურა ხელს აფარებს.

“ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ მიზეზებზე. უტყუარად დადასტურდება სამომავლოდ, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებს და კონკრეტულ ბრალდებულთან დაახლოებულ პირს აფარებენ ხელს და სწორედ ამის გამო ამ ეტაპზე არ არის ერთ-ერთი მათგანი მიცემული პასუხისხგებაში.

ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამის და ბიძების მიმართ, მათ შორის ერთ-ერთი ბიძა, რომელიც გახლავთ მამაო იმყოფება გარეთ გირაოს საფუძველზე. თუმცა ჩვენი პრეტენზია მდგომარეობს შემდეგში, ის პირი, რომელიც ერთხელ არის გამოკითხული ამ საქმეში ახლო კონტაქტში არის უშუალოდ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან და ამ პირის მიმართ არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული რაზეც ხმამაღლა გვსურს საუბარი რატომ აფარებს ხელს პროკურატურა მას. კონკრეტულად საუბარი მაქვს გოგონაზე” – – განაცხადა უფლებადამცველმა.

კითხვაზე თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მიმართ აქვს გარკვეული მიდრეკილება

“ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი არის პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მიმართ აქვს გარკვეული მიდრეკილება. მას წარსულშიც გარკვეული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავებთან, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე . სწორედ ამის გამო მან 19 წლის ბიჭი სადისტურად გაიმეტა” – აღნიშნა ბარსონიძემ.

იტვირთბა....